კომაროვის სკოლაში პროექტის - „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“- დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

29 მარტს  კომაროვის სკოლაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან -კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გამარჯვებული პროექტის - „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“-  დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.


რომელსაც ესწრებოდნენ: კომაროვის სკოლის დირექტორი, ბატონი ივანე კვიტაშვილი; დირექტორის მოადგილე, ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი; ფიზიკის კათედრის პედაგოგები: ბატონი მიხეილ ბერიშვილი და ოთარ ღონღაძე და პროექტში მონაწილე X-XI კლასების მოსწავლეები; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი, ბატონი გიორგი; არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამოქალაქო საბჭო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში“ - წარმომადგენლები: თამარ პატარაია და შორენა ლორთქიფანიძე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი გელა დევიძე; სოფელ ბედიანის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ბატონი დავით ნატრიაშვილი.


პროექტის ხელმძღვანელმა, კომაროვის სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ინდირა ნატრიაშვილმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ-პროფესორმა - რევაზ შანიძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა ვრცლად ისაუბრეს პროექტის შესახებ, თუ რა ეტაპები განხორციელდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რა შედეგები ჰქონდა განხორციელებულ პროექტს და მომავალში რა საქმიანობები იგეგმება აღნიშნული მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.

 

 

 


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784